გადაწყვეტილებების დანერგვა
IT პროექტების სრული ციკლის განხორციელება: არქიტექტურული დაგეგმვიდან და რისკების შეფასებიდან, პროდაქშენ გარემოში დანერგვამდე და გრძელვადიან მხარდაჭერამდე. ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს პროგნოზირებადი შედეგით, გამჭვირვალე ვადებით და კონტროლირებადი ბიუჯეტით.
ძირითადი მიმართულებები
- Microsoft-ის გადაწყვეტილებებისა და კორპორატიული პლატფორმების დანერგვა (ყველა მხარდაჭერილი ვერსია, on-premise და cloud გარემო)
- Cloud ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, აშენება და მიგრაცია: Private Cloud, Public Cloud, Hybrid Cloud, საკუთარი cloud გარემო და Microsoft 365
- SIEM, SOC, უსაფრთხოების მოვლენების კორელაციისა და ცენტრალიზებული მონიტორინგის სისტემების დანერგვა
- VPN, IPsec, SSL VPN და დაცული საკომუნიკაციო არხების დაგეგმვა და კონფიგურაცია
- PKI ინფრასტრუქტურის, შიდა სერტიფიკაციის ცენტრების (CA) და ელექტრონული ხელმოწერის სისტემების დანერგვა
- სერვერული გადაწყვეტილებების ინსტალაცია, ვირტუალიზაცია და მაღალი ხელმისაწვდომობის კლასტერული კონფიგურაცია
- ლიცენზირების ოპტიმიზაცია, შესაბამისობის აუდიტი და კორპორატიული გამოწერების მართვა
- ტექნიკური მხარდაჭერა, სერვისების მართვა და 24/7 SLA
დანერგვის პროცესი
თითოეული პროექტი გადის სტრუქტურირებულ ეტაპებს: ინფრასტრუქტურის შეფასება, არქიტექტურის დაგეგმვა, პილოტური ტესტირება, პროდაქშენ გარემოში გაშვება და ექსპლუატაციაში გადაცემა. ვადები განისაზღვრება ინდივიდუალურად პროექტის მასშტაბისა და სირთულის მიხედვით.